Wednesday, June 5, 2019

ლაბორატორიაში ქცევის წესები: .

ლაბორატორიაში ქცევის წესები: 1. ლაბორატორიაში მარტო, მასწავლებლის გარეშე შესვლა არ შეიძლება. 2. ლაბორატორიული ჭურჭლის ან მოწყობილობის მასწავლებლის ნებართვის გარეშე გადაადგილება დაუშვებელია. 3. ლაბორატორიაში კვება, წყლის დალევა, სირბილი, ხტუნვა და ა.შ. დაუშვებელია. 4. ყოველი ცდის ჩატარების შემდეგ საჭიროა გამოყენებული ჭურჭლის გარეცხვა. 5. დაუშვებელია უცნობი ნივთიერების გემოს გასინჯვა. 6. სპირტქურასთან ახლოს ადვილად აალებადი სხეულების (მაგ.ქაღალდი), დადება არ შეიძლება. 7. სპირტქურის გამოყენებისას მასთან ძალიან ახლოს მისვლა არ შეიძლება. 8. ცდის ჩატარებისას საჭიროა დამცავი სათვალის გამოყენება. 9. ცდის ჩატარებისას, თუ რომელიმე ნივთიერება შემთხვევით კანზე მოგხვდა, სასწრაფოდ მოიბანე საპნიანი წყლით და ეს ამბავი მასწავლებელს აცნობე. 10. ცდის მსვლელობისას გაცხელებული ჭურჭლის შენახვა მის გაცივებამდე, არ შეიძლება.